27, მაისი 2019 20:54:00
სოფელი ხელვაჩაურში, სადაც მოქალაქეებს ტრანსპორტზე ლოდინი ღია ცისქვეშ უწევთ. უარეს შემთხვევაში კი ტაქსის გამოძახება უხდებათ. რატომ არ არის ზანაქიძეებში მოსაცდელები? მუნიციპალიტეტის მერიაში დღეს თქვეს, რომ საკითხს უახლოეს დღეებში გადაჭრიან. სად იყო ხელმძღნაელობა მედიის გამოჩენამდე?
არჩილ რიჟვაძე 40 წელია სოფელ ზანაქიძეებში ცხოვრობს, მას ყოველდღიურად პროდუქტისა და სამომხმარებლო ნივთების შესაძენად მუნიციპალიტეტში გადაადგილება უწევს. სოფელში წლებია მოსაცდელები არ არსებობს,ეს მისთვის პრობლემას წარმოადგენს.
არჩილ რიჟვაძის მსგავსი პრობლემები აქვს სოფელ ზანაქიძეებში მცხოვრებ სხვა მოქალაქეებსაც. ადგილობრივები მოსაცდელების მოწყობას ტერიტორიაზე 7 წელია ითხოვენ. ყვებიან, რომ განსაკუთრებით რთული ზამთრის პერიოდი, როცა ცენტრალურ მონაკვეთამდე მისასვლელად ხშირ შემთხვევაში ტაქსის გამოძახება უწევთ.
იმის გამო, რომ სოფელში კონსტრუქციები დამონტაჟებული არ არის, პრობლემა სამარშრუტო ტაქსის მძღოლებსაც ექმნებათ. ამბობენ, ხშირ შემთხვევაში ცარიელი ტრანსპორტით გადაადგილება უწევთ.
პრობლემის შესახებ იციან ხელვაჩაურის მერიაში. მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ სოფელში 2 მოსაცდელი უახლოეს მომავალში ,დამონტაჟდება. კონსტრუქციები ეტაპობრივად განთავსება სხვა სოფლებშიც აგვისტოს ბოლომდე
სოფელ ზანაქიძეებში 70 ოჯახი ცხოვრობს.